Sunday, May 3, 2015

დღე მეცხრე

გავეცანი პორტფოლიოს წარდგენის რამოდენიმე ხერხს ავირჩიეთ სერთო საკლასო ჩვენება და გავაკეთე პრეზენტაცია.

Saturday, May 2, 2015

ჩემი პროექტი

დღე მერვე

შევქმენით მოსწავლის დამხმარე ნიმუში.მაგალითისთვის შევავსე ვიცი-მინდა ვიცოდე დიაგრამა ეს ძალიან დამეხმარება ნათლად დავანახო რას  ვითხოვ მოსწავლეებისგან და როგორ უნდა შევსოს მსგავსი დიაგრამები.
ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო დრაივში და გამოვაქვეყნე ბლოგში.მომავალში მსგავს თემაზე მუშაობის მსურველებს დაეხმარება ვფიქრობ ძალიან.

Friday, May 1, 2015

დღე მეშვიდე


  • გავაკეთე შეფასების რუბრიკა, რომლის საშუალებითაც შევაფასებ მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს
  • დავასრულეთ სასწავლო პროცედურები, რომელის მიხედვითაც ვიმუშავებ პროექტზე მოსწავლეებთან
  • პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენციალური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რომლის გათვალისწინებითაც შევძლებ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობას.
  • დღე მეექვსე

    გავეცანი მეხუთე მოდულს და დავიწყეთ პროცედურების წერა პროექტის გეგმაში.დავახასიათე თითოეული ნაბიჯი პროექტის გეგმიდან გამომდინარე რაც ვფიქრობ მოსწავლეებს ძალიან გაუადვილებს  მუშაობის პროცესს
    ვისწავლე პროექტის გეგმის  პრეზენტაციის ატვირთვა drive-ზეა შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი სლაიდ შოუს სახით ესეც ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს საკუთარ ნაშრომზე მუშაობოსას

    Sunday, April 19, 2015

    დღე მეხუთე

    ტრეინინგის დასაწყიში ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ დაცვაზე
    ვიმუშავე Power  Point- ში და  გავაკეთე 5გვერდიანი პრეზენტაცია ჩემი პროექტის მიხედვით და გუგლი დრაივის მეშვეობით ავტვირთე ბლოგზე. ასევე სლაიდშოუს დავურთე ფოტოები და ვფიქრობ ძალიან საინტერსო და ვიზუალურად ლამაზი პრეზენტაცია გამომივიდა

    პროექტის გეგმის პრეზენტზცია


    Saturday, April 18, 2015

    დღე მეოთხე

    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები რის გათვალისწინებით შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა არჩეული თემის ფარგლებში.შევეცადე გამეთვალისწინებინა ხუთივე სასწავლო მიზანის შესაბამისი შეფასების სტრატეგია.რაც ვფიქრობ ძალიან დამეხმარება მოსწავლეების მუშაობის ობიექტირად შემოწმებაში.

    Saturday, April 4, 2015

    დღე მესამე

    დავასრულე მშობლის ბუკლეტზე მუშაობა და ვთვლი რომ ბუკლეტის გაცნობა მშობელს დაეხმრება პროექტის არსისა და  მის მნიშვნელობის გაცნობაში.
    დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტისთვის საჭირო  ზოგადი,თემატური და შინაარსობრივ კითხვების დასმაზე მუშაობა,პირველ რიგში ეს ყველაფერი დამეხმარა მე როგორც ორგანიზატორს საკითხის უკეთ გაანალიზებაში და პროექტზე მომუშავე მოსწავლეებს ინტერესი გაღვივებაში

    Sunday, March 29, 2015

    დღე მეორე

    გავაკეთე პირველი დღის რეფლექსია და აუცილებელი 3 კომენტარი .ასევე მოვისმინე პირველი მოდულის აქტივობა 3,4,5.ჩემთვის საინტერესო იყო ჩემს მიერ არჩეული პროექტზე მშობლისთვის პუბლიკაციის მომზადება და მისი  გაფორმება არსებული თვალსაჩინოების გამოყენებით და თემის მოკლე აწერით.

    დღე პირველი

    გავეცანი 21-ე საუკუნის ძირითად უნარ -ჩვევებს.ჩამოთვლილთაგან გამოვარჩევ მოსწავლეში შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებას:

    კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
         საღი მსჯელობა და აღქმა;
         რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
         სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
         მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
    გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
         ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

    კომუნიკაცია და თანამშრომლობა
         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
         სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
         საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
          პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

    საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
    საინფორმაციო წიგნიერება
          ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

          ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.